Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მოსკოვი ცხინვალს ‘საინვესტიციო’ დაფინანსებას უმცირებს
Civil.ge
23 June 2017, 13:05

ცხინვალის მთავრობის ხელმძღვანელმა ერიკ ფუხაევმა განაცხადა 20 ივნისს, რომ მოსკოვის ფინანსური მხარდაჭერა რეგიონის „საბიუჯეტო ინვესტიციებისთვის“ 2018 და 2019 წლებში, საერთო ჯამში, სამი მილიარდი რუსული რუბლი იქნება (51 მილიონი აშშ დოლარი 22 ივნისის მდგომარეობით).

ეს განცხადება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის სამხრეთ ოსეთის მხარის სხდომაზე გაკეთდა, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა.

ფუხაევმა განაცხადა, რომ ცხინვალმა თავდაპირველად 5 მილიარდი რუბლი ითხოვა რუსეთისგან, თუმცა საჭირო გახდა პრიორიტეტული სფეროების „შეირჩევა“ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის სამინისტრთან ერთად, „დაფინანსების შეზღუდული ლიმიტის შესაბამისად“.  

შედეგად, 2018 და 2019 წლებში ცხინვალს საერთო ჯამში 3 მილიარდი რუსული რუბლი გამოეყოფა (1.5 მილიარდი რუბლი თითო წელს), რაც 2017 წლის დაფინანსებაზე ორჯერ ნაკლებია.

სეპარატისტული რეგიონის ბიუჯეტი 2017 წელს 8.1 მილიარდ რუბლს (135 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 7.3 მილიარდი რუბლი რუსეთიდანაა გადმორიცხული.   

4.2 მილიარდი რუბლის (70 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის რუსული სუბსიდიები რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 3 მილიარდი რუბლი (51 მლნ რუბლი) „საბიუჯეტო ინვესტიციების“ განხორციელებას მოხმარდება.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი